იბერია სტარი — ფუტსალის კლუბი. დაარსდა 2003 წელს. კლუბის დამაარსებელი არის ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. დაარსებიდან დღემდე იბერია სტარი არის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი. ამასთანავე იბერია სტარი არის ერთადერთი კლუბი ევროპაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უეფა-ს ფუტსალის თასის უკლებლივ ყველა გათამაშებაში. 2010 წლამდე კლუბის სახელწოდება იყო იბერია 2003.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.