იაჰმეს ინჰაპი
იაჰმეს ინჰაპი (ასევე იაჰმეს ინჰეპი და ანჰაპოუ) — ძველი ეგვიპტის დედოფალი მეჩვიდმეტე დინასტიის ბოლოს და მეთვრამეტე დინასტიის, მეორე გარდამავალი და ახალი სამეფოს პერიოდების დროს. შესაძლოა იაჰმესი ეგვიპტის ფარაონის სენახტერნას ქალიშვილი იყო. ჯოისის, დოდსონისა და დაიანის აზრით მან მეჩვიდმეტე დინასტიის ფარაონზე სეკენენრა ტააზე იქორწინა. შესაძლოა, მოგვიანებით იაჰმეს ინჰაპის იაჰმეს I-თან ან ამენჰოტეპ I-თან ჰქონდა ურთიერთობა.
იაჰმეს ინჰაპი | |
---|---|
იაჰმეს ინჰეპი, ანჰაპოუ | |
ეგვიპტის დედოფალი | |
მეუღლეები | სეკენენრა ტაა |