იასონ მოსეშვილი
ქართველი ქიმიკოსი, პროფესორი (1920)
იასონ მოსეშვილი (დ. 1876, გუბი — გ. 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ქიმიკოსი, პროფესორი (1920). 1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე. 1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე. ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგანული და ანალიზური ქიმიის სწავლების საქმეს. იგი იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 284.
- გაიპარაშვილი ზ., ლილულაშვილი მ., „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბილისი, 2006
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იასონ მოსეშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იასონ მოსეშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)