იასონ მეცხვარიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იასონ მეცხვარიშვილი (დ. 1903, მერეთი — გ. 1977) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.

იასონ მეცხვარიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკური განყოფილება.

1929-1932 წლებში მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა თბილისის მუშათა ფაკულტეტსა და ქიმიის ტექნიკუმში. 1930-1932 წლებში იყო ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი. 1932-1935 წლებში იყო ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკისა და მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1933 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ მათემატიკისა და ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლად. 1935-1941 წლებში იყო თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1936 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1938-1949 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ალგებრა-გეომეტრიის კათედრას. 1949-1977 წლებში იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკური ანალიზის კათედრის გამგე. იკვლევდა ორი დამოუკიდებელი ცვლადის ცვლადკოეფიციენტებიანი ჰიპერბოლური ტიპის განტოლების ეგრეთწოდებულ ზღვრულ ანუ განზოგადებულ ამონახსნებს. ასევე იკვლევდა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საკითხებს. მან შეისწავლა ლომელის ფუნქციებთან დაკავშირებული საკითხები და ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში პარამეტრის მეთოდის გამოყენებით მოგვცა კომპლექსური არგუმენტის რვა ანალიზური ფუნქციის ლომელის ფუნქციებად გაშლის მის მიერ დადგენილი ფორმულები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1961 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მეორე რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებანი - თბილისი, განათლება, 1968 გვ. 78
  • პირველი რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებანი : მეთოდ. მითითებანი პედ. ინ-ტების ფიზ.-მათ. ფაკ-ტის დაუსწრ. სწავლებისა და საღამოს განყ-ბების სტუდენტთათვის - თბილისი, განათლება, 1966 გვ. 75
  • წრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემისა და n-ური რიგის წრფივ დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის ელემენტები : მეთოდ. მითითებანი პედ. ინ-ტების ფიზ.-მათ. ფაკ-ტის დაუსწრ. სწავლებისა და საღამოს განყ-ბის სტუდენტებისათვის - თბილისი, ცოდნა, 1962 გვ. 82
  • კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია - თბილისი, სამეცნ.-მეთოდ. კაბინეტის გამ-ბა, 1955 გვ. 328
  • დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვათა საფუძვლები // ნაწ. 2, ინტეგრალური აღრიცხვა. - ტფილისი, სახელგამი, 1932 გვ. 199

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე თბ., 2016 გვ. 252-253

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება