იასონ აბრამაშვილი
იასონ აბრამაშვილი (დ. 26 აპრილი, 1988) — ქართველი სამთო-მოთხილამურე. მონაწილეობა აქვს მიღებული 2006, 2010, 2014 და 2018 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. აბრამაშვილი იყო ნაკრების მედროშე 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.[2] ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ასევე ბაკურიანიდან იყო, მან თავდაპირველად გადაწყვიტა ოლიმპიადიდან მოხსნა. მოგვიანებით აბრამაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება დარჩენილიყო ვანკუვერში და გარდაცვლილი ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მიეღო მონაწილეობა თამაშებზე.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 აპრილი, 1988 (36 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაკურიანი[1] |
სიმაღლე | 182 |
წონა | 76 |
ქვეყანა | საქართველო |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- ↑ Vancouver 2010 Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-14. ციტირების თარიღი: 2021-08-29.