იარაჯულების სამაროვანი

იარაჯულების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულებში სამარწყვეთში.

განეკუთვნება IV-VIII საუკუნეებს. 1962 წელს მიწის დამუშავების დროს, აღმოჩნდა სამარხეული ინვენტარი: ბრინჯაოს საკინძები, ბეჭდები, მშვილდსაკინძები, აბზინდა, მინის მძივები და სხვა. აღმოჩენილი ნივთები რამდენიმე სამარხისაა. ინახება თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება