ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იარალიშვილები — ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილების განშტოება. ცალკე სათავადო სახლად მე-17 საუკუნეში ჩამოყალიბდა. 1721 წლისათვის იარალიშვილები ფლობდნენ ყმა-მამულს 19 სოფელში. იოანე ბატონიშვილის ცნობით:

ვიკიციტატა
„ესენი არიან გვარით სომხითის ერისთავის გვარისანი, ხოლო ამათგანსა ეწოდა რომელსამე იარალი და მერე მისთა შთამომავლობათა გაუგვარდათ იარალის შვილობა მეფობისა გიორგისასა ქრისტეს აქეთ 1609 და მუნიდგან იწოდებიან იარალის შვილებად.[1]

საგვარეულო შემდეგში დაემცრო.

წყაროები

რედაქტირება
  1. ბატონიშვილი, იოანე. „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”. ქართული გენეალოგია. შესვლის თარიღი: 2008-07-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იარალიშვილები“-დან