იაპონური ხმალი (იაპონ. 日本刀 ნიჰონტო) — ერთ-ერთი იმ რამდენიმე ტიპის ხმლებიდან, რომლებსაც ტრადიციულად ჭედდნენ იაპონიაში. იაპონური ხმლების მრავალი სხვადასხვა ტიპი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ფორმით, ჭედვის მეთოდით და დანიშნულებით. ყველაზე ცნობილი იაპონური ხმლის ტიპებია კატანა, ვაკიზაში, ტაჩი.

იაპონური ხმლები. ტაჩი (მარჯვნივ), ვაკიზაში (ზევით მარცხნივ), და ცუბა (ზემოთ მარცხნივ).

იაპონური ხმლის ტიპები

რედაქტირება
  • ჩოკუტო (直刀 „სწორი ხმალი“) — სწორი ცალპირიანი ხმალი, რომელიც მზადდებოდა მეათე საუკუნემდე და რომლის ჭედვისასაც არ იყენებდნენ განსაკუთრებულ გასამაგრებელ მეთოდებს.
  • ცურუგი (剣 „ხმალი“) — სწორი ორპირიანი ხმალი, რომელიც ასევე მზადდებოდა მეათე საუკუნემდე და რომლის ჭედვისასაც არ იყენებდნენ განსაკუთრებულ გასამაგრებელ მეთოდებს.
  • ტაჩი (太刀 „დიდი ხმალი“) — ხმალი, რომელიც უფრო გრძელი და მეტად გამრუდებული იყო ვიდრე შემდგომი კატანა, ძირითადად მზადდებოდა მეთხუთმეტე საუკუნემდე.
  • კოდაჩი (小太刀 „პატარა დიდი ხმალი“) — ტაჩის პატარა ვერსია, თუმცა იმავე დანიშნულების, რომელიც მზადდებოდა მეცამეტე საუკუნემდე.
  • ოდაჩი (大太刀 „დიდი დიდი ხმალი“) ან ნოდაჩი (野太刀 „დიდი ხმალი“) — უფრო დიდი ზომის ტაჩი, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის, რომელსაც ჩვეულებრივ მეთოთხმეტე საუკუნემდე ჭედდნენ.
  • კატანა (刀 „ხმალი“) — ზოგადი ტერმინი ტრადიციული, გამრუდებული, 60 სანტიმეტრზე გრძელი (განსაზღვრული ზედა ზღვარი არ არსებობს, თუმცა უმეტესობა 80 სანტიმეტრზე მოკლეა) წამახული წვერიანი ხმლისთვის. გავრცელებული იყო სამურაების კლასში, ედოს პერიოდში (XVII საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე)
  • ვაკიზაში (脇差 „მეწყვილე ხმალი“) — ზოგადი ტერმინი 30-60 სმ სიგრძის ხმლისთვის, რომელსაც 1600 წლის შემდეგ ამზადებდნენ. უმეტეს შემთხვევებში მას კატანასთან ერთად ატარებდნენ სამურაები, რასაც დაიშოს ხმლების წყვილი ერქვა. თუმცა ვაკიზაშის ცალკე საშალო ფენის წარმომადგენლებიც ატარებდნენ (ძირითადი მოსახლეობისთვის კატანა ძალიან ძვირი იყო)

აგებულება

რედაქტირება

თითოეულ ხმალს აქვს უნიკალური პროფილი, რომელიც დამოკიდებულია მჭედელსა და ჭედვის მეთოდზე. ხმლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი შუა ფენა ანუ შინოგი. შინოგი შეიძლება იყოს ტართან ახლოს, ხმლის ბლაგვ მხარეს, რათა ხმალს უფრო გრძელი და მჭრელი პირი ჰქონდეს.

ხმლის წვერი შეიძლება იყოს გრძელი (ოკისაკი), საშუალო (ჩუკისაკი), მოკლე (კოკისაკი) ან გამრუდებული (იკური-ოკისაკი). ასევე მნიშვნელოვანია ხმლის წვერი მომრგვალებულია (ფუკურა-ცუკუ) ან წამახული (ფუკურა-კარერუ).

ლიტერატურა

რედაქტირება