იაპაკანი
იაპაკანი — ქალაქი ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტში. მდებარეობს მდინარე იაპაკანის დასავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან 295 მეტრზე, დეპარტამენტის დედაქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერადან 100 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ქალაქი დაარსდა 1953 წლის 23 აგვისტოს.[1]
ქალაქი | |
---|---|
იაპაკანი Yapacaní | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
დეპარტამენტი | სანტა-კრუსი |
პროვინცია | იჩილო |
კოორდინატები | 17°24′10″ ს. გ. 63°53′06″ დ. გ. / 17.40278° ს. გ. 63.88500° დ. გ. |
დაარსდა | 23 აგვისტო, 1953 წ. |
ცენტრის სიმაღლე | 295 მ |
მოსახლეობა | 21 622 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 21 622 ადამიანს.
იაპაკანის მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. ძირითადი კულტურაა ბრინჯი.
ქალაქი სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში მდებარეობს. 2010 წლის 23 იანვარს, აქ დაფიქსირდა 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Bolivia Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-10. ციტირების თარიღი: 2011-03-24.