იაპაკანი (ესპ. Río Yapacaní) — მდინარე ბოლივიაში, ამაზონის აუზში. მისი სიგრძე 335 კმ-ია და წარმოადგენს მდინარე რიო-გრანდეს შენაკადს, რომელიც თავის მხრივ მდინარე მამორე ერთვის.

იაპაკანი
Yapacaniboliviarivermap.png
ამაზონის აუზი და მდინარე იაპაკანი
ქვეყანა დროშა: ბოლივია ბოლივია
სიგრძე 335 კმ
აუზის ფართობი 8 660 კმ²

იაპაკანი სათავეს იღებს ამბოროს ეროვნულ პარკში და გზადაგზა მას უამრავი მდინარე და პატარა ნაკადული ერწყმის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პირაი.

მდინარეში დიდი რაოდენობით თევზია, რასაც რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება