იან შელჰაასი
იან რასელ შელჰაასი (ინგლ. Jan Russell Schelhaas, დ. 11 მარტი, 1948, ლივერპული, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი, Caravan-ის და Camel-ის კლავიშისტი.
იან შელჰაასი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 11 მარტი, 1948 |
დაბ. ადგილი | ლივერპული, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | კლავიშებიანი საკრავები |
აქტიური | 1960-იანები–დღემდე |
კარიერა დაიწყო ბას-გიტარაზე დაკვრით. 1968 წელს გამოუშვა სინგლი Bernie & the Buzz Band-ის სახელით, შემდეგ კი გადაერთო კლავიშებიან საკრავებზე. უკრავდა National Head Band-თან, რომელმაც 1971 წელს ედი ოფორდის პროდიუსერობით ჩაწერა და გამოსცა შემდგომში წარუმატებელი სადებიუტო ალბომი Albert One. ამის შემდეგ შელჰაასი გერი მურთან მუშაობდა, ალბომ Grinding Stone-ის ჩაწერისას. 1973 წელს დაუკრა Thin Lizzy-ს ალბომზე Vagabonds of the Western World.
1975 წლის ივლისში შელჰაასი შეუერთდა Caravan-ს (მას შემდეგ, რაც უკანასკნელ დეივ სინკლერმა დატოვა). მათთან ერთად იანმა ჩაწერა სამი ალბომი Blind Dog at St. Dunstans (1976), Better by Far (1977) და Cool Water (რომელიც მხოლოდ 1994 წელს გამოვიდა) და იმოგზაურა კონცერტებით. 1978 წელს, როდესაც Caravan-მა შეისვენა, შელჰაასი Camel-ის წევრი გახდა და მასში 1981 წლამდე უკრავდა.
2002 წელს იანი დაბრუნდა Caravan-ში და მასთან ერთად ჩაწერა The Unauthorized Breakfast Item. იგი დღემდე ჯგუფის წევრია.
2008 წელს გამოუშვა პირველი სოლო-ალბომი Dark Ships, ხოლო 2017 წელს – მეორე, Living on a Little Blue Dot.