იანა ჩეხანოვეცი (ინგლ. Yana Tchekhanovets, დ. 1970) — არქეოლოგი, PhD და ბენ-გურიონის უნივერსიტეტის ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი. ბიზანტიის ეპოქის არექოლოგიის, მომლოცველობის და წმინდა მიწაზე კავკასიელთა მოღვაწეობის სპეციალისტი.[1] ავტორი სამეცნიერო მონოგრაფიებისა და სტატიების.[2]

იანა ჩეხანოვეცი
დაბ. თარიღი 1970
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა და გაიზარდა ლენინგრადში. 2002-2016 წლებში იერუსალაიმის ებრაულ უნივერსიტეტში ეუფლებოდა არქეოლოგიას.[3] კვლევებს უძღვნის იერუსალიმის არქეოლოგიას ბიზანტიურ და ადრე ისლამურ პერიოდში, წმინდა მიწის კავკასიელ მოღვაწეებს, ასევე რუსების მიერ პალესტინის კვლევების ისტორიას.[4] ამჟამად ცხოვრობს იერუსალიმში.

სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება
 
არქეოლოგიური გათხრები გივატიში.

დაკავებული გვიანი ანტიკური მატერიალური კულტურის, მომლოცველების და ბერ მონაზვნების არქეოლოგიის და ისტორიული პერიოდების არქეოლოგიით. 2007-2016 წლებში დ. ბენ ამისთან ერთად ხელმძღვანელობდა „გივატის“ მრავალფენიანი ძეგლის გათხრებს, რომელიც ისტორიული იერუსალიმის ცენტრთან ახლოს - ე. წ. დავითის ქალაქთან მდებარეობს.[5] განათხარი აღსანიშნავია მნიშვნელოვანი კულტურული ფენების სისქით, არქიტექტურული კომპლექსების გამოვლენის მაშტაბი სხვადასხვა პერიოდით თარიღდება - ადრეული ისლამური პერიოდიდან (ახ. წ. VIII-V სს.) რკინის ხანამდე (ძვ. წ. IX ს.).

გათხრებისას აღმოჩენილ იქნა ძვ. წ. IX საუკუნის ნასახლარის ნაშთები, სელევკიდების დროინდელი ციხის აკრას ფრაგმენტები, რომელიც მაკაბეების წიგნშია მოხსენებული. აღმოჩენილია იროდის პერიოდის ნაგებობის ნაშთები, რომლის სავარაუდო იდენტიფიკაცია ხდება ადიაბენეს მეფის სასახლესთან, რომელსაც იოსებ ფლავიუსი ახსენებს. აგრეთვე გაითხარა ახ. წ. III-IV სს-ით თათარიღებული რომაული დასახლება და VI საუკუნით დათარიღებული ბიზანტიური ქვაფენილოვანი ქუჩა, რომელიც სილოამის ემბაზამდე მიდის, აბასიდების (ახ. წ. VIII-IX სს.) დროინდელი საქალაქო სავაჭრო ცენტრი.

იანა ჩეხანოვეცი ერთდროულად რამდნეიმე არქეოლოგიურ ექსპედიციას უძღვება იერუსალიმში, ბანიასეში და ბეერ-შევაში. ის არი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელიც ეძღვნება ანტიკურობას, იერუსალიმის არექოლოგიას, მომლოცველობას, რუსების მოღვაწეობას წმინდა მიწაზე და ასევე წმინდა მიწის ქრისტიანი სომხების, ქართველების და ალბანელების ისტორიას და არექოლოგიაზე.

  1. Эшколот.ru - Яна Чехановец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-21. ციტირების თარიღი: 2021-05-15
  2. Yana Tchekhanovets | Ben Gurion University of the Negev - Academia.edu. ციტირების თარიღი: 2021-05-15
  3. Археолог Яна Чехановец: «Иерусалим — такой город, где невозможно просто так копать яму и ничего в ней не найти» en-CA. ციტირების თარიღი: 2021-05-15
  4. Ben-Gurion University of the Negev - Dr. Yana Tchekhanovets. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-21. ციტირების თარიღი: 2021-05-15
  5. Ben-Ami, Doron; Tchekhanovets, Yana. „Раскопки на участке "Гивати" в Иерусалиме: опыт исследования многослойного городского памятника / Givati excavations in Jerusalem: Stratigraphic urban site as a study case. Российская Археология 2015 (2), стр. 60-71“ (ინგლისური). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)

გარე ბმულები

რედაქტირება