იამანდუ ორსი
იამანდუ ორსი (ესპ. Yamandú Orsi) — ურუგვაელი პოლიტიკოსი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. თანამდებობას დაიკავებს 2025 წლის 1 მარტს.[2][3] იგი არის მემარცხენე სახალხო მონაწილეობის მოძრაობის წევრი, რომელიც ფართო ფრონტის შემადგენელი პარტიაა. იგი იყო კანელონესის დეპარტამენტის 22-ე და 24-ე ინტენდანტი 2015 წლიდან 2020 წლის თებერვლამდე და 2020 წლის ნოემბრიდან 2024 წლამდე.
იამანდუ ორსი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 ივნისი, 1967[1] (57 წლის) |
დაბადების ადგილი | კანელონესი |
მოქალაქეობა | ურუგვაი[1] |
განათლება | Instituto de Profesores Artigas |
1991 წელს დაამთავრა არტიგის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით, იგი ასწავლიდა სხვადასხვა ლიცეუმებში (საშუალო სკოლებში) კანელონესის, ფლორიდასა და მალდონადოს დეპარტამენტებში.[4] მოზარდობის ასაკიდან დაიწყო პოლიტიკური აქტივობა, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ვერტიენტე არტიგუისტის წევრი 1990 წლამდე, შემდეგ გაერთიანდა სახალხო მონაწილეობის მოძრაობასთან (MPP), რომელიც ერთი წლით ადრე დაარსდა. 2015 წელს აირჩიეს კანელონესის ინტენდანტად,[5] ხოლო 2020 წელს ხელახლა აირჩიეს იგივე პოზიციაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Authority file of the National Library of Uruguay
- ↑ Is Uruguay too stable for its own good? en (2024-11-25). ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ Yamandú Orsi será el nuevo presidente de Uruguay es (2024-11-24). ციტირების თარიღი: 2024-11-24
- ↑ Entrevista a Orsi: el "canarito" que se enamoró de la docencia. ციტირების თარიღი: 2023-03-18
- ↑ Ceremonia de asunción del Intendente de Canelones, Yamandú Orsi - Presidencia de la República (2018-04-04). ციტირების თარიღი: 2023-03-18