ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იამაზაკი — ერთ-ერთი ყველაზე განთქმული იაპონური ვისკი.

აღნიშნული ვისკი ერთ სახდელ ქარხანაში გამოხდილი ქერისა და ალაოს ვისკთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ცნობილი როგორც - Single Malt Whisky. იამაზაკის ვისკს საკმაოდ რბილი, ძირითადად ხილის ტონებით მდიდარი და ტკბილ-მწარე არომატი ახასიათებს. იამაზაკის სახდელ ქარხანაში ვისკისთვის იაპონური მუხის კასრებს (მიძუნარა) იყენებენ, რომელიც შოტლანდიური ვისკისგან განსხვავებით ოდნავ ვანილისა და ქოქოსის არომატსაც მატებს სასმელს. უნდა აღინშნოს, რომ იამაზაკი ყველაზე იდეალური "პირველი იაპონური ვისკია". ასეთი დაბალსებული ვისკი ძალიან ბევრ, ბევრად უფრო გამოცდილ შოტლანდიურ სახდელ ქარხანასც კი არ გააჩნია. ნებისმიერი დაძველების იამაზაკი ძალიან სასიამოვნო დასალევია — 12 და 25 წლის დაძველებით საზღვარგარეთ იყიდება. მათ გარდა არსებობს უთარიღო (6-8 წელი), 18, 35 და 50 წლის დაძველებული ვერსიებიც, თუმცა მათი შოვნა იაპონიის საზღვრებს გარეთ ძალზედ ძნელია და ძირითადად ლიმიტირებული სპირტებია.

იაპონური ვისკის უმრავლესობა შოტლანდიური ინგრედიენტებით და მეთოდებით მზადდება, ამის გამო მას განიჯვისას და პრესაში სკოჩს (Scotch) ადარებენ ხოლმე.

იაპონიაში უთარიღო ვისკი საშუალოდ 8 წლისაა, გამონაკლისებში უფრო ძველიცა თუმცა იამაზაკის უთარიღო ვისკი შუალოდ 8 წლისა სპირტების ნარევია. თანამედროვე შოტლანდიური უთარიღო ვისკი კი, როგორც წესი 3 წლისა. იამაზაკი ძირითადად არის 43-45 პროცენტიანი ვისკი, ხოლო ერთ-კასრიანი 45-60 პროცენტიანი ჩამოსხმაც კი ხშირია.

სადისტილაციო ქარხანა

რედაქტირება

იამაზაკი ერთ-ერთი პირველი სადისტილაციო ქარხანაა. იაპონური ვისკის ქარხანა, მდებარეობს იაპონიაში, შიმამოტოში, ოსაკას პრეფექტურაში. ვისკის ქარხანა გაიხსნა 1923 წელს. დაახლოებით შვიდი ათასი ბოთლი ალაოს ვისკი გამოფენილია მის "ვისკის ბიბლიოთეკაში".

სახეობები

რედაქტირება

აღნიშნული ვისკის ოთხი ძირითადი ვარიანტი არსებობს, რომელიც ყველაზე პოპულარულია:

  • იამაზაკი ერთ ალაოიანი უთარიღო 8 წლის ვისკი
  • იამაზაკი ერთ ალაოიანი 12 წლის ვისკი
  • იამაზაკი ერთ ალაოიანი 18 წლის ვისკი
  • იამაზაკი ერთ ალაოიანი 25 წლის ვისკი

იამაზაკის ერთ ალაოიანი ვისკი სხვა დაძველებითაც გვხვდება, როგორიცაა 10, 25, 35 და 50 წლის ვისკი. ზოგიერთი შეთავაზება დათარიღებულია წლებით, მაგალითად, 1980, 1984, 1993 წლებით.

ჯილდოები

რედაქტირება

იამაზაკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი ვისკია, მთელ იაპონიაში. იამაზაკის 25 წლის ვისკს მოპოვებული აქვს "საუკეთესო იაპონური სინგლი" 2013 წლის მსოფლიო ვისკის კონკურსზე. ჯიმ მურის ვისკის ბიბლიაში 2015 წელს იამაზაკის ერთ ალაოიანი ხერესის კასრში დაძველებულ ვისკს მიენიჭა წლის მსოფლიო ვისკის წოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Buxton, Ian (2012). 101 World Whiskies to Try Before You Die. Edinburgh: Hachette Scotland. pp. 78–79. ISBN 9780755363193.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იამაზაკი“-დან