იაკუშიმა (იაპონ. 屋久島) — ოსუმის არქიპელაგის კუნძული იაპონიაში. შედის კაგოშიმის ფრეფექტურის შემადგენლობაში. მისი ფართობი დაახლოებით 500 კმ²-ია, მოსახლეობა კი 15 000 ადამიანი. კუნძულ ტაგენაშიმასგან გამოყოფს ვინსენსის სრუტე. უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1 935 მეტრია. კუნძული დაფარულია გაუვალი ტყეებით, სადაც ძირითადი ხე საკმაოდ დიდი ასაკის მქონე კრიპტომერიაა, რომელსაც იაპონიაში სუგის ეძახიან.

იაკუშიმა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 30°21′31″ ჩ. გ. 130°31′43″ ა. გ. / 30.35861° ჩ. გ. 130.52861° ა. გ. / 30.35861; 130.52861
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 662
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
კუნძულის მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 662
ინგლ.რუს.ფრ.

იაკუშიმას უნიკალური, უძველესი ტყეები 1993 წელს, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. იაკუშიმა იაპონიის და არა მარტო იაპონიის ყველაზე ტენიანი ადგილია. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი აქ 4 000 — 10 000 მმ-ს აღწევს. როგორც ხუმრობით ამბობენ, აქ თვეში 35 დღე წვიმს.

ყოველწლიურად, ტყეებს 300 000 ტურისტი ნახულობს. ის ნაჩვენებია 1996 წელს გადაღებულ ფილმში Rebirth of Mothra.

კუნძულზე მიმდინარეობდა კომპანია Honda-ს კვლევები წყალბადის საწვავთან დაკავშირებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება