მთავარი მენიუს გახსნა

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
დავით ასრიაშვილის ფოტო

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი — ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში. დაარსდა 1958 წელს. 2010 წლის 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე. სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნიერო სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახალხო დღესასწაულს „იაკობობას“. გამოცემულია სახლ-მუზეუმის მეგზური.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს 2019 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება