აბუ ტაჰირ იაზიდი
(გადამისამართდა გვერდიდან იაზიდ I (შირვანი))
აბუ ტაჰირ იაზიდი (დ. უცნობია — გ. 948) — მეექვსე შირვანშაჰი, შირვანის დამოუკიდებელი მმართველი, მესამე ლაიზანშაჰი[1], მუჰამედ II-ის შვილი.
აბუ ტაჰირ იაზიდი | |
---|---|
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 917 |
მმართ. დასასრული: | 948 |
წინამორბედი: | მუჰამედ II |
მემკვიდრე: | მუჰამედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | სექტემბერი, 948 |
შვილები: |
მუჰამედ III; აჰმადი |
სრული სახელი: | Muhammed b. Yazid |
დინასტია: | მაზიადიდები |
მამა: | მუჰამედ II |
რელიგია: | ისლამი |
ეროვნება: | არაბები |
917 წელს, ალი I-ის სიკვიდლით დასჯის შემდეგ, იგი შირვანის დამოუკიდებელი მმართველი გახდა. 918 წელს, მან ქალაქი იაზიდია დააარსა. აბუ ტაჰირ იაზიდი საჯიდებს და სალარიდებს ემორჩილებოდა და იბრძოდა დერბენტის წინააღმდეგ[2].
ოჯახი
რედაქტირებააბუ ტაჰირ იაზიდს ჰყავდა სულ მცირე ორი შვილი:
- მუჰამედი — 930 წელს, მუჰამედსა და დერბენტის ამირა აბდ ალ-მალიქ ალ-ჰაშიმს შორის დაპირისპირებები მიმდინარეობდა, მაგრამ მოგვიანებით ისინი მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ.
- აჰმადი — ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყების შემდეგ, იგი დერბენტის ამირა გახდა, მაგრამ მოგვიანებით, მომდევნო აჯანყების შემდეგ, მისი მმართველობა დაამხეს. 948 წელს, იგი საკუთარმა ძმამ, მუჰამედმა სიკვდილით დასაჯა.
გარდაცვალება
რედაქტირებააბუ ტაჰირ იაზიდი 33 წლიანი მმართველობის შემდეგ, 948 წელს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, იგი საკუთარმა ვეზირმა — იბნ ალ-მარაღმა მოწამლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Минорский, Владимир Фёдорович История Ширвана и Дербента. — М.,1963.
- Ашурбейли С. Государство Ширваншахов. — Б., 1983.
- Madelung, W. (1975). „The Minor Dynasties of Northern Iran“, The Cambridge History of Iran, Volume 4: From the Arab Invasion to the Saljuqs. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 198–249. ISBN 978-0-521-20093-6.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: მუჰამედ II |
შირვანშაჰი 917 — 948 |
შემდეგი: მუჰამედ III |