იაბლუნკოვის უღელტეხილი
იაბლუნკოვის უღელტეხილი (ჩეხ. Jablunkovský průsmyk) — უღელტეხილი დასავლეთ კარპატებში, ჩეხეთში. სიმაღლე 553 მ. წარმოადგენს დასავლეთ ბესკიდებში ყველაზე მოხერხებულ უღელტეხილს, რომელიც ვაგის ხეობას ზემო ოდერთან აერთებს. იაბლუნკოვის უღელტეხილზე გადის რკინიგზა და გზატკეცილი.
იაბლუნკოვის უღელტეხილი | |
---|---|
იაბლუნკოვის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 49°31′00″ ჩ. გ. 18°45′00″ ა. გ. / 49.51667° ჩ. გ. 18.75000° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
სიმაღლე | 553 მ |
ქედი | დასავლეთი კარპატები |