თურჩუს ქვაბული

(გადამისამართდა გვერდიდან თურჩუს პოლიე)

თურჩუს ქვაბული, თურჩუს პოლიე — ქვაბული საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრეთ კალთაზე, სოფელ ზედა გორდის ჩრდილოეთით. ქვაბულის სიგრძეა 3 კმ, სიგანე 2 კმ. აგებულია ცარცული და გადოლომიტებული კირქვებით. თურჩუს ქვაბულის ფსკერზე გაედინება პატარა მდინარე თურჩუ, რომელიც ქვაბულის სამხრეთ ნაწილში კარსტულ სიღრუეებში იკარგება, შემდეგ კვლავ ზედაპირზე გამოდის.

ლიტერატურა

რედაქტირება