თურქსატი

თურქეთის სატელიტური ოპერირების კომპანია
(გადამისამართდა გვერდიდან თურქსათი)

თურქსატი (თურქ. Türksat; სრულად თურქსატი სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის ოპერაციების კომპანია (თურქ. Türksat Uydu Haberleşme Kablo TV ve İşletme A.Ş.)) — თურქეთის საკაბელო ტელევიზიის და ერთადერთი სატელიტური ოპერატორი კომპანია.

თურქსატი
ტიპი ანონიმური კომპანია
დაფუძნდა 21 დეკემბერი, 1990; 33 წლის წინ (1990-12-21)
სათავო ოფისი გიოლბაში, ანკარა
თურქეთის დროშა თურქეთი
მმართველი
ჯენქ შენი
პროდუქცია საკომუნიკაციო თანამგზავრები
ფასიანი სატელევიზიო მომსახურება
პროგრამირება
სერვისის ენა თურქული, ინგლისური
საიტი Türksat A.Ş.

თავდაპირველად დაფუძნდა როგორც თურქსატ ეროვნული კომუნიკაციების სატელიტები (თურქ. Türksat Milli Haberleşme Uyduları) 1990 წლის 21 დეკემბერს, ხოლო მოგვიანებით, 2004 წლის 16 ივნისს, თურქეთის სატელეგრაფო და სატელეფონო კანონის 406-ე მუხლის შესაბამისად,[1] გაერთიანდა თურქ ტელეკომთან.[2]

თურქსატი ფლობს Eurasiasat S.A.M.-ის 100% წილს, რომელიც ჩამოყალიბდა Aérospatiale-სთან ერთად. ამის გარდა, კომპანიის თანამგზავრების მეშვეობით, ხორციელდება 800-მდე ტელევიზიისა და რადიოს ტრანსლირება. კომპანია აწვდის ტელევიზიისა და რადიოს, საკაბელო ტელევიზიის, ინტერნეტისა და VoIP მომსახურებას.[3]

თანამგზავრები და ფუნქციები

რედაქტირება

1994 წლის 24 იანვარს გაშვებულმა თურქეთის პირველმა თანამგზავრმა Türksat 1A, გაშვებიდან 12 წუთში აფეთქდა. მეორე თანამგზავრი Türksat 1B იმავე წელს გაიგზავნა. კომპანიის მესამე თანამგზავრი Türksat 1C, 1996 წელს მომსახურებაში მიიღეს. თანამგზავრი Türksat 2A (Eurasiasat 1) 2001 წლის 10 იანვარს გაიგზავნა. Türksat 1C-თან ერთად, იმავე ტრაექტორიაზე მოძრაობდა.

თანამგზავრი Türksat 3A, 2008 წლის 13 ივნისს, 01:05 საათზე, თურქსატსა და ფრანგულ საკომუნიკაციო კომპანია Thales Alenia Space-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, საფრანგეთის გვიანაში მდებარე კოსმოდრომიდან გაიშვა.

თანამგზავრი Türksat 4A, 2014 წლის 14 თებერვალს, 23:09 საათზე, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან, გადამზიდავი როკეტა „პროტონი“-ს მეშვეობით გაიშვა. ოთხი თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში, აღმოსავლეთით 50.0°-ზე მუშაობდა. 2014 წლის 9 ივნისს, სატესტო ორბიტა დატოვა და გადავიდა თავის ძირითად სამუშაო ორბიტაზე, რომელიც აღმოსავლეთით 42.0°-ია. ბოლოს, 2014 წლის ივნისში დაიწყო მომსახურება.[4] 2014 წლის 15 ივლისს იგეგმებოდა, რომ თანამგზავრ 4A-ს Türksat 2A ჩაანაცვლებდა მაუწყებლობაში, თუმცა კომპანიის განცხადებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით და მომხმარებლების მოთხოვნით, ჩანაცვლების დრო გადაიწია.[5] საბოლოოდ, გადასვლა განხორციელდა 2014 წლის სექტემბრის 17-დან 18-ზე, ღამით.[6]

თანამგზავრების სია

რედაქტირება
სახელი გაშვების ადგილი გაშვების თარიღი მდებარეობა სტატუსი მწარმოებელი
Türksat 1A კურუ 24 იანვარი 1994 წარუმატებელი გაშვება წარუმატებელი გაშვება Thales Alenia Space
Türksat 1B კურუ 10 აგვისტო 1994 42.0° აღმოსავლეთი (1994-1996)
31.0° აღმოსავლეთი (1996-2006)
არსებობის ორბიტა (2006-დღემდე)
პასიური Thales Alenia Space
Türksat 1C კურუ 10 ივლისი 1996 42.0° აღმოსავლეთი (1996-2008)
31.0° აღმოსავლეთი (2008-2010)
არსებობის ორბიტა (2010-დღემდე)
პასიური Thales Alenia Space
Türksat 2A (Eurasiasat 1) კურუ 10 იანვარი 2001 42.0° აღმოსავლეთი (2001-2016)
არსებობის ორბიტა (2016-დღემდე)
პასიური Thales Alenia Space
Türksat 3A კურუ 13 ივნისი 2008 42.0° აღმოსავლეთი მოქმედი Thales Alenia Space
Türksat 4A ბაიკონური 14 თებერვალი 2014 42.0° აღმოსავლეთი მოქმედი Mitsubishi Electric
Türksat 4B ბაიკონური 16 ოქტომბერი 2015 50.0° აღმოსავლეთი მოქმედი Mitsubishi Electric
Türksat 5A 2018 წლის ბოლო [7] 31.0° აღმოსავლეთი წარმოება
Türksat 5B 2019[7] 42.0° აღმოსავლეთი წარმოება
Türksat 6A 2020 42.0° აღმოსავლეთი წარმოება TUSAŞ

უმოქმედო თანამგზავრები

რედაქტირება
სახელი მდებარეობა გაშვების თარიღი მუშაობის დასრულების თარიღი
Türksat 1A წარუმატებელი 24 იანვარი 1994 მზიდავი რაკეტის აფეთქების შედეგად, ოკეანეში ჩამოვარდა.
Türksat 1B 31.0° აღმოსავლეთი 10 აგვისტო 1994 დეკემბერი 2005
Türksat 1C 42.0° აღმოსავლეთი 10 ივლისი 1996 23 სექტემბერი 2010
Türksat 2A 42.0° აღმოსავლეთი 10 იანვარი 2001 27 სექტემბერი 2016

თურქსატი 42.0° აღმოსავლეთით და 50.0° აღმოსავლეთით მდებარე, თავის თანამგზავრებს Türksat 3A, Türksat 4A და Türksat 4B ამუშავებს. გარდა ამისა, თურქსატი 31.0° აღმოსავლეთით პოზიციაზე, დაქირავებული აქვს თანამგზავრი Eutelsat 31A, რის მეშვეობითაც მაუწყებლობს.ამ დროისთვის შემუშავების ეტაპზე მყოფი თანამგზავრები Türksat 5A და Türksat 5B 42.0° აღმოსავლეთით გააგრძელებენ მუშაობას, ხოლო მათი გაშვება კოსმოსში 2018 და 2019 წლებისთვის დაგეგმილია.[8]

თანამგზავრი Türksat 3A 2008 წლის 13 ივნისს, საფრანგეთის გვინეაში მდებარე კურუს კოსმოდრომიდან გაიშვა. Türksat 3A მუშაობა 2008 წლის 16 ივლისს დაიწყო. 42.0° აღმოსავლეთით მდებარე Türksat 3A, დაფარვის ზონის ფარგლებში ემსახურება თურქეთს, მთელ ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და მთელ თურქულ სახელმწიფოებს. Türksat 3A, ასევე გეოგრაფიული სიძნელით განპირობებულ რეგიონებს, სადაც რადიოლინკი და საკაბელო კავშირი არ არსებობს, VSAT ტერმინალების მეშვეობით მომხმარებელს ინტერნეტს, ხმასა და გამოსახულებას აწვდის.[9]

 
Türksat 3A დაფარვის ზონა

თანამგზავრ Türksat 4A და Türksat 4B მიწოდებისთვის, კომპანიამ 2011 წლის 7 მარტს Mitsubishi Electric-თან ხელშეკრულება გააფორმა. Türksat 4A 2014 წლის 14 თებერვალს, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან, „პროტონ მ“ მზიდავი რაკეტით კოსმოსში გაიშვა. Türksat 4A BSS სიხშირის დიაპაზონზეა, რითაც ფარავს თურქეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას, ხოლო FSS სიხშირის დიაპაზონზე ფარავს საჰარის ქვემოთ მყოფ აფრიკულ ქვეყნებს. Türksat 4A აგრეთვე იყენებს Ka დიაპაზონსაც. მანამ, სანამ ეს თანამგზავრი არ მაუწყებლობდა, საჰარის ქვემოთ მყოფ აფრიკული ქვეყნებისთვის შეუძლებელი იყო მომსახურების გაწევა, თუმცა Türksat 4A-მ აღმოფხვრა ეს პრობლემა, რომელიც ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობს DTH, SNG, VSAT მომსახურებას. Türksat 4A, რომელიც 42.0° აღმოსავლეთით მდებარეობს, გეგმის მიხედვით, 2016 წლის დასაწყისში Türksat 2A უნდა ჩაენაცვლებინა, რომელიც უკვე აღმოფხვრა თავისი სიცოცხლე. ამ სიხშირეზე მაუწყებელი ტელევიზიების რიცხვი, 2014 წლის ბოლოსთვის 580 მიაღწია.[9]

 
Türksat 4A დაფარვის ზონა

გეგმით, აღმოსავლეთით 50.0°-ზე მომუშავე თანამგზავრის Türksat 4B-ს წარმოება და ტესტირება 2014 წლის 4 ივნისს დასრულდა. თანამგზავრი, 2015 წლის 16 ოქტომბერს, ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაიშვა. Türksat 4B ფარავს თურქეთს, აფრიკას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.[9]

 
Türksat 4B დაფარვის ზონა

გეგმის მიხედვით, თანამგზავრი Türksat 5A აღმოსავლეთით 31.0° პოზიცია უნდა დაიკავოს. თანამგზავრისთვის საჭირო ყველა ტექნიკური საფუძველი მოემზადა, პოტენციური მწარმოებელიც გამოვლინდა. გეგმის მიხედვით, თანამგზავრი 2018 წელს, რაკეტა Falcon 9-ს მეშვეობით უნდა გაეშვას.[9]

მომსახურების სფეროები

რედაქტირება

სატელიტური სერვისები

რედაქტირება

თურქსატი, 2015 წლის 8 ოქტომბერს, ოფიციალური სახელმწიფო გაზეთის 25960 ნომერში გამოქვეყნებული მთავრობის 2005/9481-ე გადაწყვეტილების თანახმად, დაევალა ეროვნული სათანამგზავრო პროგრამისა და ადამიანური რესურსების მომზადების საკითხები. ამ გადაწყვეტილების მიხედვით: ქვეყანაში გახსნილ და გასახსნელ თანაგმგზავრების წარმოების დაწესებულებების, თანამგზავრებისა და ქვესისტემების წარმოების, ინტეგრაციის, ტესტირების, თანამგზავრებისა და კოსმოსური ტექნოლოგიების ქვეყანაში უზრუნველყოფის მხრივ, ასევე სპეციალისტების ქვეყნის და მის ფარგლებს გარეთ გადამზადებაში, ახალი ბაზრების ათვისებაში თურქსატია უფლებამოსილი.[2][9]

საკაბელო ტელევიზია

რედაქტირება

2005 წლის 21 აპრილის 5335-ე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად,[10] საკაბელო ინფრასტრუქტურა და მასზე აგებული მომსახურება თურქ ტელეკომისგან თურქსატის მომსახურების სფეროში გადავიდა. ამით, თურქსატი სათანმგზავრო მომსახურების პარალელურად, საკაბელო მომსახურებაც შეითავსა.[2][9]

2005 წლის ივლისში, თურქსატი სრულად ჩაიბარა საკაბელო მომსახურება თურქ ტელეკომისგან.

ქვეყნის 23 პროვინციაში, ადგილობრივი და უცხოური ტელევიზიებისგან შემდგარ მაუწყებლობას, თურქსატი ოპტიკურ-ბოჭკოვანი და კოაქსიალური კაბელებით სთავაზობს მომხმარებელს.

თურქსატი, ანალოგური კაბლო ტვ-ს მეშვეობით, მომხმარებელს 30-მდე სატელევიზიო არხის ანალოგურ მაუწყებლობას სთავაზობს.

საინფორმაციო სფერო

რედაქტირება

თურქეთში ელექტრონული მთავრობის მომსახურების შექმნის, ხარისხის გაზრდისა და მოქალაქეთა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, 2006 წლის 24 მარტს, მთავრობის 2006/10316 გადაწყვეტილების თანახმად,[11] მოქალაქეების საზოგადოებრივი სერვისების საერთო პლატფორმაზე ხელმისაწვდომობის, სწრაფი და უსაფრთხო სერვისებით უზრუნველყოფისთვის, შეიქმნა ელექტრონული მთავრობის პორტალი, ხოლო პორტალის მართვა და ოპერირება თურქეთის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების სამინისტროსა თურქსატს დაევალა. ამ სამუშაოების მხარდაჭერის მიზნით, 2006 წლის 10 აგვისტოს, მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოვიდა 26255 ნომრიანი პრემიერ-მინისტრის კომუნიკე,[12] სადაც თურქსატს დაევალა შეექმნა, მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების შექმნა და მართვა, რომელიც საერთო პლატფორმაზე შესთავაზებდა ყველა სერვისს. აგრეთვე, 2008 წლის 10 ნოემბერს, ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა 5809-ე კანონი, რომლის მიხედვითაც ელქტრონული საინფორმაციო კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც ელექტრონულ მთავრობას შეეხებოდა.[13]

ხმა, მონაცემები, e-ჯანმრთელობა, e-მთავრობა, e-განათლება, გადაუდებელი მდგომარეობის დროს ურთიერთობა, VPN და სხვა ასეთი სერვისები თანამგზავრის მეშვეობით განხორციელებადი სერვისებია.

ქვეყანაში სხვადასხვა დაწესებულებებთან შეთანხმებით, ამ დაწესებულებებს შორის ურთიერთობა უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდა. თურქსატი მისი თანამგზავრების მეშვეობით სწრაფ და უწყვეტ სერვისებს უზრუნველყოფს. ეს სერვისები მოიცავს საჯარო დაწესებულებებს, ბანკებს, საავადმყოფოებს, ჯანდაცვის ობიექტებს და ა.შ.

საგანგებო კავშირი

რედაქტირება

საგანგებო მდგომარეობისას, როგორიცაა მიწისძვრის, ხანძრის, მობილიზაციის, ომის და ა.შ დროს, ძირითადად კავშირისთვის გამოყენებული არხები, შესაძლებელია არ იმუშავოს ან გაწყდეს, ამიტომ კავშირისთვის ასეთ დროს თანამგზავრული სისტემები გამოიყენება.

რედაქტირება

თურქსატი, მობილური სატელიტური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ფეხბურტის მატჩების და საერთაშორისო ამბების პირდაპირ ტრანსლირებას ახდენს.

რედაქტირება

ადგილობრივი და საერთაშორისო ტელევიზიებისა და რადიოს მაუწყებლობას, Statistical Multiplexing სახელით ცნობილი სისტემის მეშვეობით, Uplink-ით თანამგზავრისთვის აგზავნის.

ტელეპორტის მომსახურება

რედაქტირება

Uplink სადგურების მეშვეობით, სხვა თანამგზავრებიდან აღებულ მაუწყებლობას სხვა თანამგზავრს აწვდის.

TürksatGlobe®, თურქსატის შემადგენლობაში არსებული გეოგრაფიული ცოდნის ტექნოლოგიების (დისტანციური ზონდირება, გამოსახულების დამუშავება, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები, გეოგრაფიული პროგრამირება, გლობალური პოზიციონირება) საკითხებში წარმოდგენილი პროდუქტების და მომსახურებების ნიშანია.

TürksatGlobe®, თურქსატის შემადგენლობაში 2008 წელს დაარსდა და გეოგრაფიული ცოდნის ტექნოლოგიების სამმართველოს დაქვემდებარებაშია. აღნიშნული პროდუქტები და მომსახურება ძირითადად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო, სამთო, სატყეო, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტყის ხანძრების ზომების განსაზღვრის, სამთო-ძიების, სტიქიური უბედურებების, წყალდიდობების და მიწისძვრების ზიანის განსაზღვრის, ქალაქის განვითარების გეგმების მომზადებისა და შემდგომი განვითარების მიზნით, ხელმისაწვდომია ყველა კერძო და იურიდიული პირისთვის.[14]

საკაბელო ინტერნეტი

რედაქტირება

Uydunet-ის სახელით Kablo TV-ს ინფრასტრუქტურის გამოყენებით, თურქსატი მომხმარებელს 100 მბ-მდე სიჩქარის ინტერნეტს სთავაზობს.

გენერალური მენეჯერები

რედაქტირება
# მენეჯერი მოვიდა წავიდა დრო
1. ოსმან დური 22 ივლისი 2004 ოქტომბერი 2007 3 წელი 4 თვე
2. ოზქან დალბაი ოქტომბერი 2007 21 აპრილი 2014 6 წელი 9 თვე
3. ენსარ გიული 21 აპრილი 2014 6 აპრილი 2016 1 წელი 11 თვე
4. ჯენქ შენი 6 აპრილი 2016

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 406 Sayılı Telgraf ve Telefon Kanunu
  2. 2.0 2.1 2.2 5189 // 16.6.2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13.07.2015. ციტირების თარიღი: 30.11.2017.
  3. Faaliyet Alanları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-09. ციტირების თარიღი: 2017-12-06.
  4. turksat 4a hizmet vermeye basliyor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
  5. kanal gecisleri ileri bir tarihe ertelendi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-16. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
  6. turksat 4aya kanal gecisleri tamamlandi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-26. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
  7. 7.0 7.1 'Türksat 5A'yı 2018 sonunda hizmete girecek'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-04. ციტირების თარიღი: 2017-01-04.
  8. Yeni Uydular için tarih verildi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-10. ციტირების თარიღი: 2016-11-10.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Faaliyet Raporu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-30. ციტირების თარიღი: 2017-12-02.
  10. k5335
  11. BAKANLAR KURULU KARARI. Karar Sayısı : 2006/10316
  12. GENELGE 2006/22
  13. ELEKTRONİK HABERLEŞME KANUNU. Kanun No. 5809
  14. www.turksatglobe.com.tr დაარქივებული 2009-08-30 საიტზე Wayback Machine. და SatelliteMap დაარქივებული 2011-05-06 საიტზე Wayback Machine.