სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თურქმენბაში (მრავალმნიშვნელოვანი).

თურქმენბაში (თურქმ. Türkmenbasy) — დაბა თურქმენეთში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ბალკანის ველაიათის თურქმენბაშის ეტრაპის ტერიტორიაზე. განლაგებულია კასპიის ზღვის სიახლოვეს.[1] 1970 წლის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 4928 ადამიანი,[2] 1989 წლის მონაცემებით — 2621 ადამიანი.[3] დაბის სტატუსი 1940 წლიდან აქვს. არის რკინიგზის სადგური გიუშა (აშხაბად — კრასნოვოდსკის ხაზზე). 1993 წლამდე ჯანღა ეწოდებოდა.

სოფელი
თურქმენბაში
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
კოორდინატები 40°00′52″ ჩ. გ. 53°07′00″ ა. გ. / 40.01444° ჩ. გ. 53.11667° ა. გ. / 40.01444; 53.11667
ადრეული სახელები ჯანღა
ოფიციალური ენა თურქმენული
მოსახლეობა 2621 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
თურქმენბაში (დაბა) — თურქმენეთი
თურქმენბაში (დაბა)