გიორგი თუმანიშვილი (სამხედრო)

(გადამისამართდა გვერდიდან თუმანიშვილი, გიორგი იასეს ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.

გიორგი იესეს ძე თუმანიშვილი (დ. 6 მარტი, 1839, ხელთუბანი — გ. 30 მაისი, 1901, ჟიტომირი, უკრაინა) — რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1901). განათლება მიიღო პირველ კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურში იყო 1857 წლიდან, რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–1878) დროს მეთაურობდა კავკასიის პირველ მესანგრეთა ბატალიონს. 1887 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1887–1889 მეთაურობდა სარკინიგზო ბრიგადას, 1889–1896 – მე-5 მესანგრეთა ბრიგადას, 1896–1897 – 32-ე ქვეით დივიზიას. 1896 წლიდან მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

დაჯილდოებულია წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, წმ. ვლადიმირის, სხვადასხვა ხარისხისა და პრუსიის გვირგვინის III ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება