თულაშვილები
თულაშვილი — ქართული გვარი.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თულა.
სამწევრისის ტაძრის წარწერაში მოხსენიებულია მამასახლისი გიორგი თულაისძე.
თულაშვილები იყვნენ საბარათიანოს მებატონეები, რომლებსაც ყმები ეკუთვნოდათ ღვევში, ზბრითში, აწუფში, ბეგრეთში. 1696 წელს თულაშვილებს ჩამოართვეს ღვევის გლეხები, რომლებიც ომიანობის დროს მეფე ერეკლეს მეითრის შვილისთვის წაურთმევია და თულაშვილებისთვის მიუცია.
საქართველოში ცხოვრობს 144 თულაშვილი.[1]