სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუთხალია (მრავალმნიშვნელოვანი).

თუთხალია IVხეთების სამეფოს მეფე დაახლ. ძვ.წ. 1250-1220 წწ. ხათუსილი III-ს შვილი. მისი მეფობის დროს ხეთებმა დიდი წარმატება მოიპოვეს საგარეო პოლიტიკაში: შემოიმტკიცეს მცირეაზიული ვასალური ქვეყნები, ილაშქრეს დასავლეთში (ასუვაში), სადაც გაძლიერებული იყო ახიავა, მეგობრული ურთიერთობა განამტკიცეს ეგვიპტესთან, დაამყარეს კავშირი ასურეთთან, რომელიც ავიწროვებდა ხეთების აღმოსავლეთ პროვინციებს. დიდი გავლენა მოიპოვეს ჩრდილოეთ სირიაში (უგარითში), ხელშეკრულებები დადეს ამურუსთან, დათასასთან, პარალელურად მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, შექმნეს იაზილიკაიის კლდეზე ამოკვეთილი ხეთი მეფეების და ღვთაებების სკულპტურათა გალერეა.

თუთხალია IV-ს ჰქონდა "სამყაროს მეფის" ტიტული, თუმცა მისი მბრძანებლობის დასასრულს ხეთების სამეფო, შინა წინააღმდეგობათა გამწვავების გამო, დაცემის გზას დაადგა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ხათუსილი III
ხეთების მეფე

ძვ. წ. 1250-1220
შემდეგი:
არნუვანდა III