თრახაღი (ცეკვა ხმლებით, სომხ. թուր — ხმალი + სომხ. խաղ — ცეკვა, სიმღერა, თამაში) — სომხური ნაციონალური ცეკვა. განეკუთვნება საომარ ცეკვებს, ასრულებენ მხოლოდ მამაკაცები (სოლო, დუეტი ან კოლექტიურად).

თავდაპირველად შესრულდა როგორც რიტუალური ცეკვა, რომელიც ბრძოლის წინ ჯარისკაცების საბრძოლო ხასიათს აამაღლებდა.

სრულდება ინსტრუმენტული ანსამბლის თანხლებით (შვი, ზურნა, დოლი, ზოგჯერ აკორდეონი) სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით — დაშნა, ხმლები, მჭრელი სქელი ჯოხები.

ცეკვა შედგება სწრაფი ტემპით რიტმულად შესრულებული სხვადასხვა მცირე მოძრაობებით და ფეხების ბაკუნით. მოცეკვავე იმიტირებას უკეთებს მებრძოლს: ფართო ნაბიჯებით ის ცოცავს მთაზე, ხტება კლდიდან და მიჰყავს ბრძოლა ისე,რომ «დედამიწა შეზანზარდეს მტრის ქვეშ».სწორედ ამიტომ შემსრულებლის ძირითადი ამოცანა — საკუთარი უნარების დემონსტრაცია იარაღის გამოყენებაში (ერთი ან მეტი ხმლით).

ჯგუფური შესრულების დროს ორ ჯგუფად გაყოფილი მოცეკვავეები «ებრძვიან» ერთმანეთს ხტუნვით, ტრიალით, ჩაჯდომებით და ადგილების შეცვლით. ერთი რიგი მიდის ან მისდევს მეორეს,სხვა — უკან იხევს და იცავს. ნაბიჯით წინ ისინი ესხმიან თავს მტერს, ნაბიჯით უკან — უკან იხევენ და იცავენ თავს.

ლიტერატურა

რედაქტირება