თოღრულ ასკეროვი
თოღრულ შაჰრიარ ოღლუ ასკეროვი (აზერ. Toğrul Əsgərov; დ. 17 სექტემბერი, 1992, განჯა, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მოჭიდავე. არის ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 სექტემბერი, 1992 |
დაბ. ადგილი | განჯა |
სიმაღლე | 171 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები | დიდების ორდენი, 2nd degree "For Service to the Fatherland" order, 3rd degree "For Service to the Fatherland" order და Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal |
2010 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. არის კადეტთა შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2008- 46 კგ; 2009- 54 კგ). 2010 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში გახდა ევროპის ჩემპიონი იუნიორთა შორის. ამავე წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი ბუქარესტში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე. 2011 წელს იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ ბუქარესტში ჩატარდა. ამჯერად 60 კგ წონით კატეგორიაში მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება. 2012 წელს 60 კგ წონით კატეგორიაში, ბელგრადში, სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.
2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თოღრულ ასანოვმა 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი. ფინალში დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი ბესიკ კუდუხოვი.[1][2][3] 2015 წელს ბაქოში გამართულ ევროპულ თამაშებზე 65 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი. 2015 წელს 65 კგ წონით კატეგორიაში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო თასზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2016 წელს 65 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ფინალში დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ სოსლან რამონოვთან.
2017 წლის მაისში ასკეროვი დოპინგზე ჩავარდნის გამო დისკვალიფიცირებული იქნა 1 წლით. 2017 წლის მაისში ასკეროვის სხეულში აღმოაჩინეს პრეპარატი ჰიგიენამინი, რომელიც მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ აკრძალა 2017 წლის დასაწყისიდან. აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ თოღრულ ასკეროვს არ მიუღია არალეგალური ნარკოტიკი და რომ ინდოეთში პროფესიული ჭიდაობის ლიგაში გამოსვლისას მან შეჭამა ეგზოტიკური ხილი, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებას. WADA–სთან კორესპონდენციით შესაძლებელი გახდა ამ ფაქტის დამტკიცება, რის გამოც სპორტსმენი დისკვალიფიცირებული იქნა მხოლოდ ერთი წლით და არ ექვემდებარებოდა რაიმე სახის ჯარიმას. ეს პირველი შემთხვევაა ჭიდაობის ისტორიაში, როდესაც დოპინგში ნასამართლევი სპორტსმენი ექვემდებარება ასეთ მსუბუქ სასჯელს. ასკეროვს მალევე ჩაუტარდა კისრის ოპერაცია და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოეტოვა გარკვეული დრო.[4]
თოღრულ ასკეროვს 2012 წელს მიენიჭა დიდების ორდენი. 2015 წელს სამშობლოსთვის სამსახურის პირველი ხარისხის ორდენი, ხოლო 2016 წელს მე-2 ხარისხის სამშობლოს სამსახურის ორდენი. მას ასევე მიენიჭა „წლის საუკეთესო სპორტსმენის“ წოდება აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2012 და 2015 წლებში.