თორტიზის ღვთისმშობლის ეკლესია
თორტიზის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (14 X 7,8 მ), ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. სამხრეთით და დასავლეთით არქიტრავით გადახურული შესასვლელები და თაღოვანი სარკმლებია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო წყვილი პილასტრია. კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა შუა საბჯენ, დასავლეთის კედლის მიმდებარე და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს. სახურავი ღარიანი კრამიტითაა გადახურული. ფასადებს კვადრატული აგურის დაკბილული ორსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.