თორნიკე ეფრემიძე
თორნიკე იპოლიტეს ძე ეფრემიძე (დ. 10 აგვისტო, 1932, სოფ. სალხინო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).
დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1954 წელს. 1976-1985 და 2001–2005 წლებში იყო ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგე, , ამავე უნივერსიტეტის საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე (1999–2004), 2006 წლიდან — ემერიტუს პროფესორი. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კვანტური ველების თეორია, ფიზიკის ისტორია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 112.