თორმანეულის ღვთისმშობლის ეკლესია
თორმანეულის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თორმანეულში. აგებულია შუა საუკუნეებში.
სოფელში ძველ სასაფლაოზე შემორჩენილია ნაეკლესიარი, რომლის მხოლოდ საძირკველი იკითხება. ძეგლი გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს; აღმოსავლეთით აბსიდის მოხაზულობა ნახევარწრეს უახლოვდება. აბსიდის ცენტრში დგას ბუნის ქვა. ეკლესიის ქვები გაზიდულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004