თომას კლარკი
თომას ჯეიმზ კლარკი (ირლ. Tomás Séamus Ó Cléirigh; დ. 11 მარტი, 1858 – გ. 3 მაისი, 1916) — ირლანდიელი რესპუბლიკური რევოლუციონერი დუნგანონიდან, ტაირონე. 1916 წლის აღდგომის აჯანყების ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი სწორედ კლარკი იყო. თითქმის მთელი თავისი ცხოვრება თომასს შეიარაღებულ რევოლუციურ აჯანყებებში მონაწილეობაში აქვს გატარებული. აღდგომის აჯანყებაში მისი განაკუთრებული წვლილის გამო იგი 15 წელი იჯდა ინგლისის ციხეში და საბოლოოდ როცა აჯანყება ჩაახშეს თომასი სიკვდილით დასაჯეს.
თომას ჯეიმზ კლარკი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Tomás Séamus Ó Cléirigh |
დაბადების თარიღი |
11 მარტი, 1858 წელი ჰარსტის ციხე-სიმაგრე, მილფორდი, ჰემპშირი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
3 მაისი, 1916 წელი (58 წლის) კილმაინჰემის გაოლი, დუბლინი, ირლანდია |
სხვა სახელები | ჰენრი ვილსონი |
ეროვნება | ირლანდიელი |
ორგანიზაცია | ირლანდიის რესპუბლიკის საძმო |
მოძრაობა | ირლანდიური რესპუბლიკალიზმი |
მეუღლე(ები) | კეტლინ კლარკი |
შვილ(ებ)ი | 3 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებათომასი დაიბადა ირლანდიურ ოჯახში ჰარსტის ციხე-სიმაგრეში, რომელიც მდებარეობს ჰემპშირის საგრაფოში, ინგლისი.[1] მისი მშობლები იყვნენ მერი პალმერი და ჯეიმზ კლარკი, რომელიც ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა სერჟანტად. 1865 წელს სერჟანტი ჯეიმზ კლარკი, მას შემდეგ რაც რამდენიმე წელი სამხრეთ აფრიკაში დაჰყო, იგი გააგზავნეს დუნგანონში, რომელიც ირლანდიაში ტაირონის საგრაფოში მდებარეობს. სწორედ ამ ადგილას გაიზარდა თომას კლარკი.[2]
ირლანდიის რესპუბლიკის საძმო
რედაქტირება1878 წელს თომასი, 20 წლის ასაკში, ჯონ დელაისთან შეხვედრის შემდეგ შეუერთდა ირლანდიის რესპუბლიკის საძმოს (IRB), 1880 წელს კი გახდა IRB-ის ადგილობრივი წლის ლიდერი. ამავე წლის აგვისტოში, როდესაც ირლანდიურმა საიმპერატორო პოლიციამ (RIC) ესროლა და მოკლა ერთი მამაკაცი უძველესი ჰიბერნიანთა ორდენის (AOH) წევრებსა და ნარინჯისფერ ორდენთა შეტაკების დროს დუნგანონში, ირლანდიურ ქუჩაზე კლარკმა და IRB -ის სხვა წევრებმა იერიში მიიტანეს RIC-ზე. ისინი შეაჩერეს, ხოლო კლარკი იძლებული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულიყო, რადგან დაჭერის საფრთხე ემუქრებოდა.
1883 წელს ის გაგზავნეს ლონდონში „ჰენრი უილსონის“ სახელით, რათა აეფეთქებინა ლონდონის ხიდი. ეს დავალება მას ფენიანური კამპანიის ლიდერმა ჯერემი ო'დონოვან როსმა მისცა, რომელიც იყო ინგლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეული IRB-ის ლიდერი. ის დააპატიმრეს და სამ თანამძრახველთან ერთად გაასამართლეს. 1883 წლის მარტიდან მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ლონდონის ოლდ ბეილის საპყრობილეში. 15 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში სხვა ბრიტანელ პატიმრებთან ერთად. 1896 წელს ირლანდიაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე მოითხოვეს თომას კლარკისა და ხუთი სხვა ფენიანელის განთავისუფლება. ერთ შეხვედრაზე პერნელიტეს ირლანდიური ეროვნული ლიგის ლიდერმა, ჯონ რედმონდმა თქვა: „უილსონი არის ადამიანი, რომლისთვისაც ნებისმიერი საქებარი სიტყვა არასაკმარისია. ხუთი წლის განმავლობაში პორტლენდში სტუმრობისას ვისწავლე რომ უნდა მყვარებოდა და პატივი მეცა ჰენრი უილსონისთვის. ყოველდღე ვხედავდი მისი მამაცი სული როგორ უნარჩუნებდა მას სისცოცხლეს...ყოველ წელს ვუყურებ როგორ ქრება მისი ფიზიკური სიძლიერე“. ჰენრი უილსონი, როგორორც ისტორიკოსი დერმოტ მელედი აღნიშნავს, იყო თომას კლარკის მეტსახელი.[3]
მისი ჩანაწერებიდან გამომდინარე 1898 წელს გადავიდა ბრუკლინში, სადაც იქორწინა 21 წლით უმცროს კეტლინ დელაიზე, ვინც იყო ჯონ დელაის (თომასმა ის ციხეში გაიცნო) ძმისშვილი. კლარკი მუშაობდა ჯონ დევოაის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ნა გელის კლანში. 1906 წელს ისინი მანორვილესთან ახლოს გადავიდნენ პატარა ფერმაში, სადაც 30 აკრი მიწა იყიდეს, 1907 წელს კი ირლანდიაში გადასახლდნენ.[4]
ირლანდიაში ყოფნისას თომას კლარკმა დუბლინში გახსნა თამბაქოს მაღაზია და დაუბრუნდა IRB-ის, რომელიც განაგრძობდა არსებობას ახალგაზრდა ლიდერების, ბალმერ ჰობსონისა და დენის მაკლაფის, ხელმძღვანელობით. კლარკი ჰობსონის ახლო ნათესავი იყო.
აღდგომის აჯანყება
რედაქტირებააღდგომის კვირეულის დროს კლარკი გენერალური ფოსტის ოფისის შტაბბინაში გაგზავნეს, სადაც მეტწილად ირლანდიელი მოქალაქეებისგან შემდგარი მეამბოხე ძალების დიდი ნაწილი იყო განლაგებული, მათ კონოლაი მეთაურობდა. მიუხედავად იმისა, რომ კლარკს არ ჰქონია არანაირი სამხედრო ჩინი ის ერთ-ერთი გარნიზორის მეთაურად აირჩიეს და ძალიან აქტიურად იყო მთელი კვირის განმავლობაში. გენერალურ საფოსტო ოფისს ცეცხლი წაეკიდა, ამიტომაც აჯანყების ლიდერები შეიკრიბნენ ერთ-ერთი სახლში, რომელიც მურეს ქუჩაზე მდებარეობს. სწორედ ამ სახლიდან 29 აპრილს პირსმა გასცა ბრძანება. კლარკმა სახლის კედელზე შემდეგი წარწერა დატოვა: „ჩვენ იძულებული გავხდით საფოსტო ოფისის ევაკუირების. ბიჭებმა გამართეს ბრწყინვალე ბრძოლა, რომელიც ისხსნის ირლანდიის სულს.“[5] კაპიტულაციის შემდეგ კლარკი დააპატიმრეს. ის და მისი თანამოაზრეები წაიყვანეს როტუნდაში, სადაც პატიმრების წინ მას ტანსაცმელი გახადეს.[6] მოგვიანებით ის კილმეინჰამის გაოლში წაიყვანეს. 1916 წლის 3 მაისს კლარკი პირსთან და მაკდონაჰთან ერთად გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრეტამდე თავის ცოლს კეტლინს სთხოვა, რომ ირლანდიელი ხალხისთვის გადაეცა თავისი დანაბარები: „ჩემო თანამებრძოლებო მე მჯერა, მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ მივიტანეთ წარმატებული იერიში თავისუფლებისთვის ბრძოლაში და როდესაც დილით განაჩენის აღსასრულებლად გავალთ...ამ რწმენით სიხარულით მოვკვდებით.“[7]
ლიტერატურა
რედაქტირება- Caulfield, Max (1965). The Easter Rebellion. London: New English Library.
- Clarke, Kathleen (1991). Revolutionary woman: Kathleen Clarke 1878–1972, an autobiography [My fight for Ireland's freedom]. Dublin: O'Brien Press. ISBN 0-86278-245-7.
- Kee, Robert (2000). The Green Flag: a History of Irish Nationalism. London: Penguin. ISBN 0-14-029165-2.
- Litton, Helen (2014). Thomas Clarke. Dublin: O'Brien Press. ISBN 9781847172617.
- Lyons, F. S. L. (1973). Ireland since the famine, 2nd rev., London: Fontana. ISBN 0-00-633200-5.
- (1967) Leaders and men of the Easter Rising: Dublin, 1916. London: Methuen.
- Moran, Sean Farrell, Patrick Pearse and the Politics of Redemption, Washington, Catholic University of America Press, 1994.
- Townshend, Charles (2005). Easter 1916: the Irish rebellion. London: Allen Lane. ISBN 0-7139-9690-0.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The seven signatories of the proclamation: Tom Clarke. The 1916 Rising: personalities & perspectives. National Library of Ireland (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2012. ციტირების თარიღი: 19 October 2010.
- ↑ Ryan (2014), p. 42
- ↑ Margaret O'Callaghan, "The young Redmond". [Review of Dermot Meleady, Redmond: The Parnellite, Cork: Cork University Press, 2008], Irish Times, 26 April 2008.
- ↑ The Story of Thomas J. Clarke – aohdivision11.org – Retrieved 9 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2018.
- ↑ O’Connor, Batt, "With Michael Collins In The Fight For Irish Independence" 2nd ed., Millstreet: Aubane Historical Society, p.75-76.
- ↑ God & guns... the aftermath of 1916.
- ↑ Foy, Michael T. (2014) Tom Clarke: The True Leader of the Easter Rising. Dublin: The History Press Ireland, გვ. 241. ISBN 9781845887766. ციტირების თარიღი: 22 September 2016.