გოგი თოთიბაძე

ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან თოთიბაძე, გიორგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოთიბაძე.

გოგი კონსტანტინეს ძე თოთიბაძე (დ. 29 ოქტომბერი, 1928, თბილისი — გ. 8 აპრილი, 2010) — ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1975 წლიდან), აფხაზეთის ასსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976), საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1983).

გოგი თოთიბაძე
დაიბადა 29 ოქტომბერი, 1928
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 8 აპრილი, 2010 (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
სფერო გრაფიკა
მომზადება თბილისის სამხატვრო აკადემია
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პედაგოგთა ოჯახში. მხატვრის დედა ელენე ხუნდაძე ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, მამა კონსტანტინე თოთიბაძე ფიზიკოსი, იგი ხელოვნების მოყვარულიც იყო და კარგადაც ხატავდა. პაპა (დედის მხრიდან) სილოვან ხუნდაძე იყო პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი; იგი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (სადაც დირექტორიც იყო გარკვეული ხნის განმავლობაში).

1947-1953 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1954-1956 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტია.

მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნული გალერეაში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ტრეტიაკოვის სახ. მუზეუმში და საქართველო-რუსეთის კერძო კოლექციებში.

გოგი თოთიბაძე გარდაიცვალა 2010 წლის 8 აპრილს თბილისში, 81 წლის ასაკში.[1] დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

პერსონალური გამოფენები

რედაქტირება
  • 1995 — ხელოვნების მუშაკთა სახლი, თბილისი, საქართველო.
  • 1979 — თბილისი, საქართველო.

ჯგუფური გამოფენები

რედაქტირება
  • 1983 — სსრკ მხატვართა აკადემიის წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
  • 1980 — ქართული სახვითი ხელოვნების რეტროსპექტიული გამოფენა, ლენინგრადი, რუსეთი.
  • 1979 — სსრკ მხატვართა აკადემიის გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი
  • 1979 — საქართველოს რესპუბლიკის სახვითი ხელოვნების გამოფენა, იუგოსლავია და საბერძნეთი.
  • 1978 — საბჭოთა საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენა, შვედეთი, შვეიცარია, ბელგია.
  • 1977 — სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა ნამუშევრების საკავშირო გამოფენა.
  • 1975 — მხატვართა რესპუბლიკური გამოფენა „დიდება შრომას“, თბილისი, საქართველო.
  • 1975 — საკავშირო გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
  • 1970 — ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური გამოფენა, თბილისი, საქართველო.
  • 1967 — მხატვართა მოსკოვის საკავშირო საიუბილეო გამოფენა, რუსეთი.
  • 1965 — ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა „მშვიდობის სადარაჯოზე“.
  • 1961 — თბილისის რესპუბლიკური საიუბილეო გამოფენა, საქართველო
  • 1961 — მოსკოვის საკავშირო გამოფენა, რუსეთი.
  • 1959 — ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა, პოლონეთი.
  • 1959 — ქართული საბჭოთა პორტრეტის გამოფენა, თბილისი, საქართველო.
  • 1958 — ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
  • 1956 — მხატვართა მოსკოვის საკავშირო გამოფენა, რუსეთი.
  • 1955 — მხატვართა რესპუბლიკური გამოფენა, თბილისი, საქართველო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. გამოსათხოვარი: გიორგი თოთიბაძე // „საქართველოს რესპუბლიკა“