თოგოიანის კოშკი
თოგოიანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.
ნასოფლარი თოგოიანი მდებარეობს მაღალი მთის სერზე, მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირას. მისი განაშენიანების ჯგუფები ძირითადად სერს მიუყვება. კარგად ჩანს გეგმარება. სახლების კედლები საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი. ნასოფლარის თავზე ზურგიანი კოშკია. იგი სწორი პირით მდინარე ქსანს გადმოსცქერის. მისი დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომისა და ფორმის დიდი ქვები. ალაგ-ალაგ წყობაში მცირე ზომის ქვაცაა დატანებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 213. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.