ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თიუნელი (თურქ Tünel) — მეტროს ძველი და ჯუჯა ხაზი (გაიხსნა 1875 წელს) სულ რაღაც ორი სადგურით; მდებარეობს სტამბოლის ევროპულ ნაწილში. თიუნელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე მოკლე მეტროსისტემაა.

ვაგონი სადგურზე
თიუნელის გვირაბი

ხაზების სიგრძე 573 მეტრია. მოძრაობს ორი ვაგონი. კონსტრუქციული შესრულებით ტრანსპორტის მოცემული სახეობა მიწისქვეშა ფუნიკულიორს წარმოადგენს. მოძრაობის ინტერვალი 3-5 წუთია. ყოველდღიურად თიუნელს 15 000 ადამიანი გადაჰყავს. წელიწადში ეს ორი ვაგონი 37 066 კმ-ს გადის.

თიუნელი ფრანგმა ინჟინერმა ეჟენ ანრი გავანმა დააპროექტა და ინგლისელებთან ერთად ააშენა 1871—1875 წლებში. თიუნელის ოფიციალური გახსნა 1875 წლის 17 იანვარს შედგა. მიწისქვეშა ტრანსპორტის მშენებლობის პირველ წელს ქალაქის მოსახლეობას ეშინოდა თიუნელით მგზავრობისა. პრობლემის გადასაჭრელად დამატებითი ვაგონიც ჩააყენეს ექსპლუატაციაში, რომელსაც ცხოველების გადაყვანა ევალებოდა. შედეგად, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ტრანსპორტის ეს სახეობა უსაფრთხო იყო.

1910 წელს თიუნელის ელექტროფიცირება მოხდა, მანამდე ვაგონები ცხენების გაწევას იყენებდნენ. 1939 წელს თიუნელის ნაციონალიზება მოხდა და ქალაქის ჩქაროსნული ტრანსპორტის (IETT - İstanbul Elektrik Tramvay ve Tünel) ნაწილი გახდა. 1971 წელს თიუნელი გაარემონტეს და განაახლეს, მისი ძველი ხის ვაგონები კი ახლებით შეცვალეს. დღეისათვის თიუნელი ფუნქციონირებს (მისგან სრულიად დამოუკიდებელი) სტამბოლის მეტროპოლიტენის მხარდამხარ. სტამბოლის მეტროპოლიტენი 2006 წელს გაიხსნა. ქალაქში ასევე არის 1989 წელს აგებული მსუბუქი მეტრო. თიუნელის ისტორიაში უსიამოვნო ამბავიც მომხდარა: 1943 წლის 6 ივლისს ელსადენის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

 
თიუნელი-2

2006 წლის ივლისში მიწისქვეშა ფუნიკულიორის კიდევ ერთი ხაზი გაიხსნა. როგორც ძველ თიუნელს, ახალ განშტოებსაც ორი სადგური აქვს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თიუნელი“-დან