თინგვადლავატნი
თინგვადლავატნი (ისლ. Þingvallavatn) — გამდინარე ტბა ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 103 მ სიმაღლეზე. თინგვადლავატნი ისლანდიის უდიდესი ტბაა.
თინგვადლავატნი | |
---|---|
თინგვადლავატნი | |
კოორდინატები: 64°11′ ჩ. გ. 21°09′ დ. გ. / 64.183° ჩ. გ. 21.150° დ. გ. | |
მდებარეობა | ისლანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 103 მ |
ფართობი | 84 კმ² |
საშუალო სიღრმე | 34 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 114 მ |
გამომდინარე მდინარე | სოგი |
სარკის ფართობი 84 კმ², საშუალო სიღრმე 34 მ, უდიდესი სიღრმე 114 მ.[1] მდებარეობს ვულკანურ პლატოზე არსებულ ტექტონიკურ ღრმულში. ტბაში არსებობს ვულკანური გენეზისის კუნძულები.
თინგვადლავატნის გარშემო არსებული ნასხლეტები მიუთითებს, რომ ამ ადგილას ევროპისა და ამერიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ტბაში განლაგებულია სილფრის რიფტი. წარმოადგენს თინგველირის ეროვნული პარკის ნაწილს. ტბიდან გამოედინება მდინარე სოგი (სიგრძე დაახლოებით 20 კმ). განვითარებულია თევზჭერა. ძირითადად იჭერენ კალმახს. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე საფუძველი ჩაეყარა ისლანდიის პარლამენტს — ალთინგს 930 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-10-22 საიტზე Wayback Machine.
- თინგვადლავატნი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- თინგვადლავატნი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)