თინა ბერაძე
თინა ბერაძე (დ. 16 მარტი, 1936, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
1962 წელს იყო ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1972–1996 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1996 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, ბავშვთა რევმატოლოგიის აქტუალური საკითხების შესახებ.
1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ლეიკოციტების ფუნქციური აქტივობის განსაზღვრა რევმატიზმის დროს მკურნალობასთან დაკავშირებით.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 37