თინათინ კონსტანტინეს ასული ელბაქიძე (დ. 5 აგვისტო, 1933, თბილისი, — გ. 14 აგვისტო, 2023) — ქართველი ჟურნალისტი, მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1985).

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1956). იყო სოხუმის თეატრის წამყვანი მსახიობი 1956-1961 წლებში. 1961-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დიქტორად, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, ჰქონდა საავტორო გადაცემები: „რაღაც უნდა გადარჩეს“ და „ლიტერატურული სალონი“. 1980 წელს დააარსა „ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი“, რომელმაც 2005 წლამდე იარსება (სპექტაკლები იდგმებოდა ჯერ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, შემდეგ — თსუ-ში). თავად იყო ამ თეატრის მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, კომპოზიტორიც, რეპერტუარის ავტორიც. თეატრის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: „რუსთაველის ნაკვალევზე“ (ი. აბაშიძე), „წინ, დავით აღმაშენებლისაკენ“ (აკ. ბაქრაძე), „პატარა სამშობლო“ (გ. ქიქოძე), „მხოლოდ სიმართლეა შეუმუსრავი“ (აკ. გაწერელია) და სხვ. ე. ავტორია კრებულებისა: „ჩემი კუნძული“, „რადიოს ოქროს ფონდის საგანძური“ და „სხვა და სხვა“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება