თინათინ დალაქიშვილი

ქართველი მსახიობი

თინათინ (თინა) დალაქიშვილი (დ. 2 თებერვალი, 1991, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

განათლებით — ლანდშაფტის დიზაინერი. 17 წლის ასაკიდან დაიწყო ფოტომოდელის კარიერა. გადაღებული იყო სარეკლამო ვიდეორგოლებში. 2010 წლიდან იღებენ კინოში. შესრულებული აქვს როლები ქართულ და უცხოურ ფილმებსა და სერიალებში: „სეზონი“ (რეჟისორი — დათო ბორჩხიძე, 2010), სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ (2011), „ბოლო გასეირნება“ (რეჟისორი - ზაზა ურუშაძე, 2012) „ვარსკვლავი“ (რეჟისორი — ანა მელიქიანი, 2014), „მძევლები“ (რეჟისორი — რევაზ გიგინეიშვილი, 2017), „აბიგაილი“ (რეჟისორი — ალექსანდრ ბოგუსლავსკი, 2019), „დახსნა 2“ (რეჟისორი — სემ ჰარგრეივი, 2023) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება