თინათინ ბიგვავა
თინათინ ბიგვავა (დ. 10 დეკემბერი, 1952, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
1977–1978 წლებში იყო ბორჯომის ექიმი–პედიატრი. 1978–1982 წლებში დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. 1982 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალშობილთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ახალშობილთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს, სიკვდილიანობის ჩათვლით.
1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — ნ„ეონატალური სიკვდილიანობის თავისებურებანი ქ. თბილისში.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 41