თინათინ ახობაძე
თინათინ ახობაძე (დ. 23 მარტი, 1956, გორი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1982 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ორწლიანი ფაკულტეტი ინგლისური ენის განხრით, 1997 წელს თბილისის ბიზნეს–ინსტიტუტი ფინანსების მენეჯერის სპეციალობით.
1981–1988 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი. 1988–1990 წლებში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1990 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშერმიურ დაავადებებს.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის რითმის დარღვევები მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ ავადმყოფებში და მათი კორექცია ანტიარითმული პრეპარატებით“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 25