თავკვერი თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განიერ ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ქვედა იარუსზე კი მთლიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრული ფორმისაა, დატოტვილი ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მტევნები მეტწილად თხელია, აგრეთვე გვხვდება საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილი, მოგრძო ან გრძელია, სიმწიფის დროს ქარვისფერი. კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს^ თხელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი მკვრივია, კნატუნა, ნაკლებ წვნიანი. გემო სასიამოვნო და ჰარმონიული აქვს, სუსტად განვითარებული ჯიშური არომატით .

თითას სავეგეტაციო პერიოდი 143-დან 150 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 100-350 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.8-7 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად. აქვს შენახვისა და ტრანსპორტირების კარგი უნარი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 155