ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თვითაქტუალიზაცია — პიროვნებისადმი ჰუმანისტური მიდგომის მიხედვით ადამიანის განვითარების მთავარი განმაპირობებელი. ის განიხილება, როგორც პიროვნების დინამიკის ძირითადი დეტერმინანტი. თვითაქტუალიზაციის ტენდენცია გულისხმობს, რომ ადამიანი მუდმივად მიისწრაფვის საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისაკენ და თანდაყოლილი უნარებისა და ნიჭის განვითარებისაკენ. აქტუალიზაცია არის ადამიანის ორგანიზმში არსებული ერთიანი ცენტრალური ენერგიის წყარო. ის საწყისს იღებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, ხელს უწყობს ორგანიზმის განახლებასა და განვითარებას. აქტუალიზაციის ტენდენცია განაპირობებს, რომ ორგანიზმი მიისწრაფვის გარკვეული მიზნისაკენ, იქნება ეს გამოკვლევა, გარემოს ცვლილებები, თამაში თუ შემოქმედება. აქტუალიზაციის ტენდენცია მიმართულია არა უბრალოდ და არა მხოლოდ დაძაბულობის მოხსნაზე, არამედ გულისხმობს დაძაბულობის გაძლიერებასაც, რადგან ადამიანის ქცევა მოტივირებულია განვითარებით. ადამიანს მართავს ზრდის პროცესი, რაშიც თავისი პირადი პოტენციალი რეალიზდება. მაგალითად,: აქტუალიზაციის გამოვლენაა, როდესაც პატარა ბავშვი აგრძელებს სიარულის სწავლის მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმეჯერ წაიქცა და თავიც გაიტეხა. იგივე მოვლენაა კარგი ნიშნის მიღების სურვილი, სამსახურში წარმატების მიღწევა, ადამიანების დახმარების სურვილი და ა.შ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Robert A. Baron,Donn Byrne, Blair T. Johnson, Exploring Social Psychology, 4th edition.