თეჯისის მენჰირი
თეჯისის მენჰირი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეჯისში.
ისტორია
რედაქტირებასოფელში მდებარეობს ორი ეკლესია — წმინდა ნიკოლოზი და აია კონსტანტინი, რომელნიც ნაგებია დიდი ზომის ქვებით, და მათ გარშემო კი მეგალითური წყობის ქვის გალავანია გარშემოვლებული. აია კონსტანტინის ცენტრში — შიგ ეკლესიაში დგას დიდი ზომის მენჰირი, რომელზედაც ქრისტიანულ ხანაში ჯვარი ამოუტიფრავთ.
მენჰირი წმინდა კონსტანტინეს ეკლესიაში დგას, მისი (სიმაღლე — 3.80 მ ძირის გარშემოწერილობა 2.50 მ). ნაგებობა იმდენად პატარაა, რომ მონოლითის შიგნით შეტანა შეუძლებელია, როგორც ჩანს, ეკლესია მენჰირს გარედან შემოაშენეს.ეკლესიის მახლობლად წრიული წყობის მეგალითური ნაგებობებია.
მენჰირიყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობა. წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ან როგორც სასაზღვრო ნიშანი. ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული. სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული. ევროპაში, აფრიკაში და აზიაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტი დასავლეთ ევროპაშია. ისინი პრეისტორიოული ხანის სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული და წარმოადგენენ დიდი მეგალითური კულტურის ნაწილს, რომელიც ყვაოდა ვეროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით, მენჰირები — 7 ათასი წლის წინანდელია.
თეჯისის მენჰირი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-26.