თეძმის ტუფი
თეძმის ტუფი — ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი დაახლოებით ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანი. თეძმის ტუფი ნაწილობრივ გათიხებული და გაცეოლითებულია. ადვილად იფიტება. იყენებენ სამშენებლო მიზნებისთვის, გავრცელებულია თექმის ხეობაში. აქ გვხვდება ანდეზიტ-ბაზალტური შედგენილობის მოიისფრო და მომწვანო ფერის ტუფებიც, რომლებიც სასიამოვნო შესახედავია. გამოყენებულია ქართლის ისტორიულ ძეგლებსა (მაგ., სვეტიცხოვლის ტაძრის გუმბათი) და თანამედროვე ნაგებობებში (მაგ., რადისონ ბლუ ივერია თბილისში) როგორც შესამოსი მასალა.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქოიავა ვ., ქსე, ტ. 4, გვ. 670, თბ., 1979