თერგული ცხენი

ცხენის ჯიში

თერგული ცხენი — საჯდომი ცხენის ჯიში. გამოყვანილია თერგისა და სტავროპოლის ცხენსაშენებში ძირითადად სტრელცოვკური და არაბული ჯიშების შეჯვარებით. ფერად უფრო ხშირად ლურჯაა, ზოგჯერ ქურანა. ამტანია, კარგადაა შეგუებული ადგილობრივ პირობებს. იყენებენ სატრანსპორტო სამუშაოებზეც. ფაშატის განაზომია (სმ-ობით): სიმაღლე მინდაოში — 155, ტანის ირიბი სიგრძე -— 155, გულმკერდის ირგვლივი — 180; ნების ირგვლივი — 19. თერგული ცხენი გამაუმჯობესებელი ჯიშია ამიერ- და ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ზონის ცხენების.

ულაყი

ლიტერატურა რედაქტირება