თერგის ქუჩა
თერგის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი); ვასილ პეტრიაშვილის ქუჩიდან კორნელი კეკელიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის მიწურულს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც თერგის შესახვევი, თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში — როგორც თერგის ქუჩა.
თერგის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვარდისუბანი |
წინა სახელები | თერგის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 90, ISBN 978-99928-20-35-3.