თეოფილე კანდელაკი

თეოფილე იოსების ძე კანდელაკი (დ. 3 (15) მარტი1855, სამტრედია – გ. 17 ოქტომბერი, 1931, გორი) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია (1873) და პედაგოგიური სასწავლებელი (1878). 1878–1880 წლებში მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გორში. 1898 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. 1922 წელს დაბა მეჯვრისხევში დააარსა მუშათა სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1930 წლამდე.

ავტორია საყმაწვილო ლექსებისა; იბეჭდებოდა ჟურნალებში „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“.

ლიტერატურა

რედაქტირება