თენგიზ შირიაევი
ქართველი კარდიოლოგი
თენგიზ შირიაევი (დ. 18 სექტემბერი, 1980) ― ქართველი ექიმი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ქირურგიული სამსახურის უფროსი.
თენგიზ შირიაევი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 სექტემბერი, 1980 |
მოქალაქეობა | საქართველო |
მუშაობის ადგილი | ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო სფერო | კარდიოქირურგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებათენგიზ შირიაევი დაიბადა 1980 წლის 18 სექტემბერს. 1997–2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1999-2003 წლებში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა. 2003-2009 წლებში ამავე ჰოსპიტალში კარდიოქირურგიაში რეზიდენტურა გაიარა.
2009-2016 წლებში გივი ჟვანიას სახელობის №2 საავადმყოფოში ექიმ-კონსულტანტად და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექიმ-კარდიოლოგად მუშაობდა. 2016 წლიდან დღემდე ჰოსპიტალის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელია.
ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრი
რედაქტირება- ევროპის კარდიოთორაკალური ქირურგიის ასოციაცია (EACTS)
- თორაკალურ ქირურგთა საზოგადოება (STS)
- საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია (GASC)
გამოქვეყნებული ნაშრომები
რედაქტირება- Shiryaev, T. (2021). The Effects of the COVID-19 Pandemic on Pediatric Critical Access Centers for Congenital Heart Disease in Low- and Middle-Income Countries.