თენგიზ გელოვანი
თენგიზ გელოვანი (დ. 25 ნოემბერი, 1947, თბილისი — გ. 4 სექტემბერი, 1993) — ქართველი გეოგრაფი, პოლიტიკოსი.
თენგიზ გელოვანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 ნოემბერი, 1947 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 4 სექტემბერი, 1993 (45 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1973 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1973-1990 წლებში იყო სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი. საქართველოს რადიკალურ-მონარქისტული კავშირის მთავარი საბჭოს წევრი. 1992-1993 იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „რადიკალ–მონარქისტთა კავშირი“.