თენგიზ ბოჭოიძე
თენგიზ ბოჭოიძე (დ. 26 თებერვალი, 1950, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1975 წელს დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1975–1976 წლებში იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინტერნი. 1976–1978 წლებში ექიმი–ორდინატორი. 1979–1985 წლებში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1986 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1997 წლიდან განყოფილების გამგე. 1978–1980 წლებში იყო მოსკოვის პროქტოლოგიის, 1980–1982 წლებში მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის, 1983–1986 წლებში მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის.
1988 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ქრონიკული დუოდენალური გაუვალობის ქირურგიული მკურნალობის არჩევის მეთოდი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 43