თენგიზ ივანეს ძე არაბული (დ. 15 ივნისი, 1936, ნადოკრა, თიანეთის რაიონი — გ. 12 აგვისტო, 2014, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, საბჭოთა კავშირის და საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატი.

თენგიზ არაბული

თენგიზ არაბული
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 15 ივნისი, 1936
დაბ. ადგილი ნადოკრა, თიანეთის რაიონი
გარდ. თარიღი 12 აგვისტო, 2014 (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
წონა 64-68 კგ
სპორტი
სპორტი ჭიდაობა

დაწყებითი განათლება სოფელ ნადოკრაში მიიღო. 1953 წელს თბილისში ჩამოვიდა და სწავლა საზეინკლო სასწავლებელში გაგრძელა. შემდეგ დაამთავრა ინდუსტრიულ-პედაგოგიური, პოლიტექნიკური და ფიზკულტურის ინსტიტუტები. 1956-1965 წლებში — 3 გზის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, 4 გზის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში, მრავალგზის პრიზიორი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 გზის ჩემპიონი სამბოში. საკავშირო „შრომითი რეზერვები“-ს 3 გზის ჩემპიონი სამბოში. დინამოს საკავშირო პირველობის გუნდური მეორე პრიზიორი. 1961 წელს სსრკ ჩემპიონი (64 კგ) სამბოში.

საკავშირო „შრომითი რეზერვები“-ს სპარტაკიადის ჩემპიონი და 2 გზის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, საბჭოთა შეიარაღებული ძალების 2 გზის პრიზიორი. საქართველოში ძიუდოს დაფუძნების წლებში (1961-1963) საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ჩატარებული აქვს საერთაშორისო გუნდური შეხვედრები პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებებთან. არის ჭიდაობის 4 სახეობის სპორტის ოსტატი: ქართული, სამბო, თავისუფალი და ძიუდო.

1966-74 წლებში სპორტკლუბ „სპარტაკი“-ს უფროსი მწვრთნელი ძიუდოში; 1974-86 წლებში სპორტკლუბ „ლოკომოტივი“-ს უფროსი მწვრთნელი ძიუდოში 1987-92 წლებში საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების ნაკრების უფროსი მწვრთნელი სამბოში; 1992-94 წლებში სამბოს ფედერაციის მენეჯერი. 1994-2004 წლებში სამბოს ფედერაციის გენერალური მდივანი; 2004-2011 წლებში სამბოს ფედერაციის მენეჯერი.

თენგიზ არაბულს აღზრდილი ჰყავს საბჭოთა კავშირის, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები, არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი და ღირსების ორდენის კავალერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება